მეგობარი - დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, პალატაში გადაყვანამდე მას არ დაკითხავენ | Allnews.Ge

მეგობარი - დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, პალატაში გადაყვანამდე მას არ დაკითხავენ

დოდო გუგეშაშვილს მდგომარებიდან გამოსვლამდე და პალატაში გადაყვანამდე არ დაკითხავენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ ღუდუშაურის სახელობის კლინიკასთან განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელოვნური სუნთვის აპარატიდან მოხსნის მიუხედავად, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"ისევ მძიმედაა, თუმცა, ყველა ვარიანტში გადარჩენილია. ვიდრე პალატაში არ გადაიყვანენ დაკითხვა არ იქნება", - განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.

რაც შეეხება მომხდარის ვერსიას, ბრეგვაძის თქმით, დოდო გუგეშაშვილის მეგობრებს არავითარი ვერსია არ აქვთ.

"არანაირი ვერსია არ მაქვს მკვლელობის მოტივებზე. პირველ რიგში დოდოს ჯანმრთელობა გვაინტერესებს და მერე ყველაფერი გაირკვევა", - აღნიშნა სამსონ ბრეგვაძემ.

თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. მომხდარის შედეგად, დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

myquiz