თბილისში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა | Allnews.Ge

თბილისში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

თბილისში, ნინო ჟვანიას №10-ში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.