მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულ მოზარდს ტვინის შერყევა აქვს | Allnews.Ge

მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულ მოზარდს ტვინის შერყევა აქვს

ნაძალადევში სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის სახელობის კლინიკიდან სახლში გაწერეს.

როგორც ჟურნალისტებს, საავადმყოფოს პედიატრიული დეპარტამენის ხელმძღვანელმა, ოთარ რუსაძემ განუცხადა, მოზარდს ტვინის შერყევა და სხვადასხვა არეში ექსკორიაციები აღენიშნება.

"სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა 15 წლის ვაჟი. აღენიშნება სახეზე შეშუპება, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს, ტუჩებზე და პირის ღრუს ლორწოვანზე - ექსკორიაციები, ასევე გულმკერდის არეში და შეზღუდულია აქვს ყბის სახსარი მოძრაობაში. დიაგნოზი არის თავის ტვინის შერყევა", - განაცხადა ოთარ რუსაძემ.

myquiz