გოგონა, რომელმაც გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ შემთხვევის ადგილი გადაიღო, პირველ კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

გოგონა, რომელმაც გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ შემთხვევის ადგილი გადაიღო, პირველ კომენტარს აკეთებს

ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ადგილზე არსებული სიტუაცია გადაიღო, პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც თვითმხილველმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, მის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები ამჟამად პროკურატურაშია. რაც შეეხება კადრების შინაარსს, ის ამაზე ვერ საუბრობს, რადგან გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი.

"პირველი მე ვიყავი, რომელმაც 112-ში დარეკა და სასწრაფო-სამედცინო დახმარება და პოლიცია გამოიძახა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე გადაღება, სანამ ქალბატონი დოდო გაიყვანეს, იქამდე ვიღებდი. ფიზიკურად, სადაც შემეძლო შესვლა, პატრულის მოსვლამდე, იქ გადავიღე ყველაფერი. ჩანაწერი პროკურატურაში დავტოვე.

ჩემ მიერ გადაღებული კადრების შინაარს ვერ გადმოვცემ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადავიღე ეს კადრები, პირველ რიგში გეტყვით, რომ პროფესიით მეც ჟურნალისტი ვარ. მეორე, გადაღებაში იმან შემიწყო ხელი, რომ დენი არ იყო, მობილურ ტელეფონზე ყველას ფანარი ჰქონდა ჩართული. მე ვიდეოგადაღების დროს ფანარი მქონდა ჩართული, თუ ვიდეოკამერით ვიღებდი ეს არ ფიქსირდებოდა", - ამბობს გოგონა.

myquiz