ნაძალადევში მოსწავლეებს შორის ჩხუბის დროს, ადგილზე 40-მდე მოზარდი იმყოფებოდა - რას ყვებიან თვითმხილველები? | Allnews.Ge

ნაძალადევში მოსწავლეებს შორის ჩხუბის დროს, ადგილზე 40-მდე მოზარდი იმყოფებოდა - რას ყვებიან თვითმხილველები?

ნაძალადევის რაიონში, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის თვითმხილველები ყვებიან, რომ დაპირისპირებისას, შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 40-მდე მოზარდი იმყოფებოდა.

როგორც კერძო სკოლა "პეგასის" თანამშრომლებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, მოსწავლეები მე-12 სკოლის ეზოში იყვნენ შეკრებილი.

თვითმხილველებისთვის უცნობია, მოსწავლეები კონკრეტულად რომელი სკოლების მოსწავლეები იყვნენ.

ამასთან, სკოლა "პეგასის" თანამშრომლების თქმით, სიტუაციაში დროულად ჩაერთო მე-12 სკოლის მანდატურის სამსახური და სწორედ მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია

myquiz