ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი გოგოს ახლობლები ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიჭრნენ | Allnews.Ge

ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი გოგოს ახლობლები ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიჭრნენ

ხმაურია ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. პაციენტ ხატია თვაურის ოჯახის წევრები და მისი მეგობრები საავადმყოფოს შეობაში შესვლას მოითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ კერძო დაცვის სამსახურმა არ მისცა. მოგვიანებით ისინი კლინიკაში ძალის გამოყენებით შეიჭრნენ. შედეგად, კლინიკის დაცვის თანამშრომელმა თავის არეში მცირე დაზიანება მიიღო.

ახლობლები მოითხოვდნენ, 18 წლის გოგონას მკურნალი ექიმის ნახვას და საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებას იმის შესახებ თუ რა დაემართა 5 თვის წინ გოგონას, რომელიც ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილზე საჭირო გახდა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება, რომლებმაც საავადმყოფოში მყოფი დაზარალებული პაციენტის ოჯახის წევრები და ახლობლები შენობიდან გაიყვანეს.

კლინიკის ხელმძღვანელობას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კლინიკის შესასვლელთან ამ დრომდე იმყოფებიან ხატია თვაურის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაკლასელები. ადგილზე კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომლებიც კლინიკის შესასვლელს აკონტროლებენ.

ხატია თვაურს რამდენიმე თვის წინ ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგად დღემდე კომაშია.

myquiz