წვიმა და ნისლი - როგორი ამინდი გველის კვირის ბოლომდე? | Allnews.Ge

წვიმა და ნისლი - როგორი ამინდი გველის კვირის ბოლომდე?

7-11 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

სინოპტიკოსის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 9 თებერვალს დღის პირველ ნახევრამდე, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და მიმდინარე კვირის განმავლობაში 13-18 გრადუსამდე სითბო დაფიქსირდება, - "8 თებერვალს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 10-11 თებერვალსაც" - აღნიშნავს ის.

დოდო გვაზავას განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველოში კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, ცალკეულ რაონებში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით 7-12 გრადუსი იქნება.

თბილისშიც დროგამოშვებით მოიღრუბლება და 11 თებერვლის ჩათვლით ცალკეულ დღეებში, ღამის საათებში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაახლოებით 1-3 გრადუსი ხოლო დღისით 9-11 გრადუსი დაფიქსირდება.

myquiz