უფლებები, რომლებიც საუდის არაბეთში ქალებს წელს მიენიჭება | Allnews.Ge

უფლებები, რომლებიც საუდის არაბეთში ქალებს წელს მიენიჭება

საუდის არაბეთში ქალთა უფლებების გაფართოების მიმართულებით ბოლო თვეებში ხელშესახები ცვლილებები განხორციელდა. მაგალითად, ქალებს ახლა უკვე შეუძლიათ ავტომობილის მართვა. ამისთვის ქალს მხოლოდ მეურვე მამაკაცის (ხშირ შემთხვევაში ეს ქმარი, მამა ან ძმაა) ნებართვა სჭირდება.

მიმდინარე წელს ქალებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრების ნებართვა მიეცათ. სპეციალური საოჯახო ტრიბუნები, სადაც ქალებს უშვებენ, იანვარში საუდის არაბეთის სამ სტადიონზე გამოჩნდა.

მარტიდან საუდის არაბეთში მოიხსნება საჯარო კინოთეატრებზე დაწესებული აკრძალვაც, რომელიც 35 წელი მოქმედებდა.

საუდის არაბეთში ქალებს ახლა უკვე რესტორნებში მუშაობაც შეეძლებათ. ექსპერიმენტის სახით ქალების სამსახურში პირველ ეტაპზე მხოლოდ 16 რესტორანში მიიღებენ.

რა შეიძლება ვნახოთ საუდის არაბეთში მოგზაურობის დროს - ფოტოგრაფი თავის გამოცდილებას გვიზიარებს

მიუხედავად ამისა, ბევრ სფეროში ქალებს მუშაობა კვლავ აკრძალული აქვთ. ქალებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი 33% შეადგენს.

საუდის არაბეთში მეურვის ნებართვის გარეშე ქალს არ შეუძლია: გათხოვება, ბანკში ანგარიშის გახსნა, სამედიცინო ოპერაციების გაკეთება, პასპორტის ან ID-ბარათის აღება და სხვა. მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან ქუჩაში ცეკვისთვის ქალს დაპატიმრება ელის.

myquiz