ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებები საქართველოში - იხილეთ 2017 წლის მონაცემები | Allnews.Ge

ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებები საქართველოში - იხილეთ 2017 წლის მონაცემები

2017 წელს საქართველოში სიმსივნური დაავადებების 8 279 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ მონაცემები Allnews.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა.

კიბოს პოპულაციური რეესტრის წინასწარი სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს ყველაზე გავრცელებული სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე იყო, რომლის გამოვლენის 1 615 შემთხვევა დაფიქსირდა, მეორე ადგილზე საჭმლის მომნელებელი ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეებია 1 417 შემთხვევით, ხოლო მესამე პოზიციას სასუნთქი სისტემისა და გულმკერდის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნეები იკავებს, რომლის 930 შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება დანარჩენ სიმსივნურ დაავადებებს, მათი გამოვლენის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები შემდეგია:

  • ფარისებრი და სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეები - 885 შემთხვევა
  • ქალის სასქესო ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეები - 872 შემთხვევა
  • საშარდე სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები - 786 შემთხვევა
  • ლიმფური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნეები - 510 შემთხვევა
  • მამაკაცის სასქესო ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეები - 433 შემთხვევა
  • თვალის, თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ნაწილების ავთვისებიანი სიმსივნეები - 201 შემთხვევა
  • ტუჩის, პირის ღრუსა და ხახის ავთვისებიანი სიმსივნეები - 195 შემთხვევა
  • გაურკვეველი, მეორადი და დაზუსტებული ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეები - 193
  • მეზოთელური და რბილი ქსოვილები - 111
  • კანის ავთვისებიანი მელანომა - 93
  • ძვლისა და სასახსრე ხრტილის ავთვისებიანია სიმსივნეები - 38

myquiz