ისნის რაიონში მოსახლეობას წყალზე მნიშვნელოვნად გაზრდილი გადასახადი მიუვიდა
ისნის რაიონში ჩატარებული გამრიცხველიანების შემდეგ მცხოვრებლებისთვის წყალზე გაზრდილი გადასახადების მისვლის შესახებ ენერგოომბუდსმენმა მოკვლევა დღეს დაიწყო, - ამის შესახებ Allnews.ge-ს ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა განუცხადა.
"ჩვენ საქმის წარმოება დილით საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ, საქმეში ასევე ჩაერთო ენერგეტიკისა და წყამომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რათა საკითხში ერთობლივად გავერკვეთ. ოქმი შედგენილია ენერგოომბუდსმენის აპარატში, GWP-დან ახსნა-განმარტებას დღესვე გამოვითხოვთ. ასეთი გაზრდილი ხარჯი განსაკუთრებით იმ მოქალაქეებისთვის და აბონენტებისთვისაც, რომლებიც მარტოხელები ან სოციალურად დაუცველები არიან, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს რომ საქმე ეხება არასწორ დარიცხვას, აღრიცხვიანობის ან რაიმე სახით სხვადასხვა პრობლემას, რომელიც სავარაუდოდ, კომპანიის ბრალეულობით არის გამოწვეული. ყოველ შემთხვევაში ჯერ ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ გვაქვს, მაგრამ უახლოეს დღეებში გავარკვევ და ამის შემდეგ მივიღებ შესაბამის რეკომენდაციებს და გადაწყვეტილებას",- განმარტა სალომე ვადიაშვილმა.