საპატრულო პოლიცია სკოლების ირგვლივ აქტიურ პატრულირებას ახორციელებს - გიორგი გახარია | Allnews.Ge

საპატრულო პოლიცია სკოლების ირგვლივ აქტიურ პატრულირებას ახორციელებს - გიორგი გახარია

შსს საპატრულო პოლიციის მეშვეობით უფრო აქტიურ პატრულირებას ახორციელებს სკოლების ირგვლივ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამას თავისი შედეგი აქვს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 5 თებერვალს გაიმართება უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც სკოლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებს.

"შს სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს იმ გეგმას, რაზეც დაპირება გასცა წინა სამწუხარო შემთხვევის დროს. შემიძლია დაგპატიჟოთ 5 თებერვალს უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, სადაც წარდგენილი იქნება კონკრეტული რეფორმები, საკანონმდებლო ცვლილებები მანდატურის სამსახურის ეფექტურობის გზრდის და რეფერირების სისტემის დახვეწის მიმართულებით.

ეს არის ის ჩარჩო, რომელმაც ხარისხობრივად უნდა შეცვალოს პრევენცია არასრულწლოვანთა დანაშაულის ნაწილში. ხოლო კონკრეტულად დღეს რასაც აკეთებს შს სამინისტრო არის ის, რომ საპატრულო პოლიციის მეშვეობით ახორციელებს უფრო აქტიურ პატრულირებას სკოლების ირგვლივ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამას თავისი შედეგი აქვს, მიუხედავად იმ სამწუხარო შემთხვევებისა, რომელიც მაინც ხდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

myquiz