დიდთოვლობის გამო, ხულოს საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა | Allnews.Ge

დიდთოვლობის გამო, ხულოს საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა

ხულოში დიდთოვლობის გამო, 31 საჯარო სკოლასა და ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც ხულოს მერმა გოჩა მელაძემ განაცხადა, დიდთოვლობამ მუნიციპალიტეტის 7 სოფელში ელექტრო სადენები დააზიანა და მოსახლეობას დენი არ მიეწოდება. მისივე ინფორმაციით, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები ცენტრალურ გზას ასუფთავებენ.

"შიდა სასოფლო გზების გაწმენდა ჯერჯერობით ვერ დაიწყება, რადგან თოვლის საფარი დიდია",- განაცხადა გოჩა მელაძემ.

myquiz