საქართველოს ცალკეულ რაიონებში ღამით ყინვა გაძლიერდება - იხილეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

საქართველოს ცალკეულ რაიონებში ღამით ყინვა გაძლიერდება - იხილეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

1 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და 4 თებერვლის ჩათვლით საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, 4 თებერვლის ჩათვლით საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა და დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში 10-15, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში 7-12 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

"5 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი და დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც ერთი დღის განმავლობაში გაძლიერდება. შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიდარებს, დღის ტემპერატურა კი მოიმატებს, მაგრამ 2 თებერვალს ღამით მთელ საქართველოში ყინვა მოიმატებს, დასავლეთ საქართველოში ღამით ზოგან მოსალოდნელია -5-0 გრადუსი, შიდა ქართლში დაახლოებით -5-დან -10 გრადუს ყინვამდე, კახეთის რეგიონში -5-0, ხოლო თბილისში -1-დან -3 გრადუსამდე", - განმარტავს სინოპტიკოსი.

3 თებერვლიდან ღამით საქართველოში ყინვა შესუსტდება, 6 თებერვლიდან კი შედარებით გამოიდარებს.

myquiz