თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებელი უამინდობის გამო, ხაშურშია გაჩერებული | Allnews.Ge

თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებელი უამინდობის გამო, ხაშურშია გაჩერებული

მგზავრების ნაწილის ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ხაშურშია გაჩერებული და გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა, აღნიშნულის ზუსტი მიზეზი არ იციან, თუმცა სავარაუდო მიზეზად უამინდობა და ამის გამო ხის წაქცევა სახელდება, რომელიც ლიანდაგს დაეცა.

მათივე ინფორმაციით, ხაშურში ამ დროისთვისაც ძლიერად თოვს.

"ინტერპრესნიუსი" არსებული ინფორმაციის დაზუსტებას „საქართველოს რკინიგზაში“ ცდილობს.

myquiz