აღმაშენებლის ხეივანში, მოცურების გამო, რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა
თბილისის შემოსასვლელთან, აღმაშენებლის ხეივანში, გზაზე მოცურების გამო, რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა აცნობა.
მისივე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა „თბილისი მოლის“ მიმდებარედ მოხდა. მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ მოყინულ გზაზე მოცურება გახდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, დაზიანებულია 5 ავტომობილი, რომელიც ერთმანეთს შეეჯახა.