თემირლან მაჩალიკაშვილის და - მთავარი პროკურატურიდან უკვე დაგვიკავშირდნენ და თბილისში ჩასვლა გვთხოვეს | Allnews.Ge

თემირლან მაჩალიკაშვილის და - მთავარი პროკურატურიდან უკვე დაგვიკავშირდნენ და თბილისში ჩასვლა გვთხოვეს

ჩვენს ოჯახს მთავარი პროკურატურიდან უკვე დაუკავშირდნენ და თბილისში ჩასვლა გვთხოვეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, შეხვდებიან თუ არა მთავარ პროკურორს, ხეობის უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტენ.

"დღეს დაგვიკავშირდნენ მთავარი პროკურატურიდან და ირაკლი შოთაძესთან შესახვედრად თბილისში ჩასვლა გვთხოვეს. პანკისში ჩამოსვლაზე შემდეგ მოხდება შეთანხმება. თავდაპირველად იქ ჩასვლა შემოგვთავაზეს. არ ვიცით, ჯერ რას ვიზამთ. ხეობის უხუცესებს და სალაფიტური თემის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხს და ისე გადავწყვეტთ", - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის ოჯახმა ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა თავად ითხოვა, რისი მზადყოფნაც დღეს მთავარმა პროკურორმა დაადასტურა.

myquiz