ექიმი მეტროსადგურში დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს | Allnews.Ge

ექიმი მეტროსადგურში დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი 4 პაციენტიდან ერთს შესაძლოა ქვედა კიდურზე ოპერაცია ჩაუტარდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მეტროსადგურ "ვარკეთილიდან" გადაყვანილი ოთხივე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ ამჟამად სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

"შემთხვევის ადგილიდან გადმოყვანილია 4 პაციენტი, რომელთაც გულ-მკერდის, ქვედა კიდურისა და თავის ტვინის ტრავმები აღენიშნებათ. პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტებს უტარდებათ კვლევები. ერთ-ერთს შესაძლოა ქვედა კიდურზე ოპერაცია დასჭირდეს", - განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

მეტროსადგურ "ვარკეთილში" ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამინი დაშავდა. შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილს" რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა. კერძოდ, "ვარკეთილის" სადგურის სარემონტო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.

myquiz