მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი ჩამოინგრა - დაშავდა სამი ადამიანი | Allnews.Ge

მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი ჩამოინგრა - დაშავდა სამი ადამიანი

მეტროსადგურ "ვარკეთილში" შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანია დაშავებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ადგილზე მაშველებთან ერთად საპატრულო პოლიცია მუშაობს.

Allnews.ge მომხდარის შესახებ დეტალების დაზუსტებას ცდილობს.