ელიავას ბაზრობასთან 4 ავტომანქანა დაიწვა
ელიავას ბაზრობასთან, გუდაუთას ქუჩაზე ავტომანქანები დაიწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი 4 მანქანას გაუჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.