თბილისის უბნები, რომელთაც ხვალ დენის, გაზის და წყლის მიწოდება შეეზღუდება | Allnews.Ge

თბილისის უბნები, რომელთაც ხვალ დენის, გაზის და წყლის მიწოდება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

"თელასის" ინფორმაციით, კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელა ჭედიას, შუშის და ულიანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჩხეიძის, მარჯანიშვილის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება გაზმომარაგებას, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამშაბათს, 30 იანვარს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლება - შანდორ პეტეფის ქუჩა № 1-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. ასევე 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 115-ში ( ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის № 45ა ) მდებარე საცხოვრებელ კორპუსის და მიმდებარედ მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

14:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, დოდაშვილის ქუჩა № 22(18)-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქუჩა № 6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.

რაც შეეხება წყალს, ხვალ, მთაწმინდსის რაიონში, ოქროყანაში, ურდულებისა და რეგულატორების პროგრამის ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 30 იანვარს 21:00-დან 31 იანვრის დილის, 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში: ოქროყანაში „ა" და „ბ" ზონებს, წერეთლის და თვილისის ქუჩებს.

myquiz