კახა კალაძე "სტაიანშიკების" შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს | Allnews.Ge

კახა კალაძე "სტაიანშიკების" შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს

ჩვენ ვაპირებთ პარკირების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების მთლიანად მოგვარებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალახემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, გეგმავს თუ არა მერია "სტაიანშიკების" გაკონტროლებას, რომლებიც პარკირების ადგილებში დგანან.

"სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობა დაწყებულია. გარკვეული ცვლილებები იგეგმება. ეს არ არის მხოლოდ ერთი მიმართულება, ეს არის კომპლექსური პრობლემა ქალაქში: აქ არის ტრანსპორტის მოწესრიგება, პარკირების მოწესრიგება, ტაქსების რეგულაციები, ესტაკადების მშენებლობა და ა.შ. ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ ყველაფერი, რომ საცობების პრობლემა მოგვარდეს, პარკინგები არსებობდეს, როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა. ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული", - განაცხადა კალაძემ.

myquiz