გახდება თუ არა საჯარო ბაღები ფასიანი? - კახაბერ გვანცელაძის თქმით, საკითხის განხილვა მიმდინარეობს
თბილისის საკრებულოში, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ოპოზიცია დაინტერესდა, გახდება, თუ არა დედაქალაქში ბაღები ფასიანი. როგორც ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს განუმატა, გახდება თუ არა ბაღი ფასიანი, ამაზე ინფორმაციას არ ფლობს. მისივე თქმით, ამ საკითხზე განხილვები მიმდინარეობს.
"ეს გახლავთ პრემიერის ინიციატივაა და განხილვის პროცესშია, თუმცა ფასიანი იქნება თუ ვაუჩერიზაცია მოხდება, ინფორმაციას არ ვფლობ. განხილვებში თბილისის მერიაა ჩართული, კერძოდ, ვიცე - მერი ირაკლი ხმალაძე",- განაცხადა გვანცელაძემ