ფოთში 300-მდე მონადირე აქციას მართავს | Allnews.Ge

ფოთში 300-მდე მონადირე აქციას მართავს

ფოთში 300-მდე მონადირე აქციას მართავს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ. მათი თქმით, კოლხეთის ეროვნულ პარკში გადაადგილებისას გარკვეული შეზღუდვები აქვთ და პალიასტომის ტბის გავლით, იარაღის თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში გადატანა და იმ ადგილებამდე მიტანა, სადაც ნადირობა ნებადართულია, ეკრძალებათ.

"კანონმდებლობა პრაქტიკულად გვიკრძალავს კანონით მინიჭებულ უფლებას, რომ შევინახოთ და ვატაროთ სანადირო იარაღი, ასევე მოსაკრებლის საფუძველზე ამოვიღოთ ბუნებიდან გარეული ფრინველი. ამ კანონმდებლობით ეს შეუძლებელი ხდება. არ არსებობს სანადირო ადგილი ეროვნული პარკის შემოგარენშიც კი. არსებული კანონმდებლობა გვავალდებულებს გავხდეთ კანონდამრღვევები. ადრეც იყო ეს კანონი, თუმცა ასე უმოწყალოდ არ ხდებოდა აღსრულება. სპეცოპერაციის სტილში ხდება მონადირეების დაკავება, რასაც ვაპროტესტებთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ასოციაცია "ფოთი და პალიასტომი ჩვენთვის" თავმჯდომარემ, გიორგი ხომერიკმა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეები კოლხეთის ეროვნულ პარკთან გადაადგილებას გეგმავენ.

myquiz