სამაგიდო თამაშები საქართველოს მასშტაბით 350 სკოლაში უკვე შეიტანეს | Allnews.Ge

სამაგიდო თამაშები საქართველოს მასშტაბით 350 სკოლაში უკვე შეიტანეს

საქართველოს 350 სკოლის დაწყებით კლასებში სამაგიდო თამაშები უკვე შეტანილია, რომლებსაც მასწავლებლები დამხმარე რესურსის სახით იყენებენ, - ამის შესახებ Allnews.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ცალკეულ სკოლებში შეტანილია თამაშები - ზოოტრივია, აფორიზმობანა, სიტყვების აწყობა და სხვა.

"ეს პროგრამა ჯერჯერობით საპილოტეა და ჯამში 350, მათ შორის თბილისი-რუსთავის 15 სკოლას მოიცავს. თამაშები გუნდურობისა და გამარჯვებისკენ ინდივიდუალური სწრაფვის უნარების აუმჯობესებს," - განმარტაევენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თამაშების მწაროებელი შპს "თამაშობანასგან" 2 000 ცალი სამაგიდო თამაში შეისყიდა. ტენდერის მიხედვით, თამაშის აღწერილობა შემდეგია:

"თამაში იწყება ბარათების დარიგებით, რომელზეც ანდაზა ან აფორიზმი იქნება მითითებული, მოსწავლეებს შეეძლებათ როგორც ლოტოს ასევე, ასოციაციობანას პრინციპით თამაში.

თამაშის კომპლექტი უნდა შედგებოდეს აფორიზმების/ანდაზის/გამონათქვამის ბარათებისგან (არანაკლებ 30), კამათლისაგან, ლოტოსთვის სიტყვების პატარა ბარათების (არანაკლებ 152 ცალი) და მათთვის ტომარისგან და მოსანიშნი ფერადი ბარათებისთვის, თამაშის ინსტრუქციისგან".

myquiz