ძაღლების გასეირნება ალიკაპისა და საბლის გარეშე შესაძლოა, დღის განმავლობაში აიკრძალოს | Allnews.Ge

ძაღლების გასეირნება ალიკაპისა და საბლის გარეშე შესაძლოა, დღის განმავლობაში აიკრძალოს

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა პარლამენტში "ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს.

როგორც პროექტშია აღნიშნული, კანონი ცხოველთა სამართლებრივ სტატუსს, მათი მოვალ-პატრონობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პირობებს განსაზღვრავს.

საკანონმდებლო წინადადებაში განსაზღვრულია დღის განმავლობაში კონკრეტული პერიოდი, რა დროსაც საბლისა და ალიკაპის გარეშე იქნება ძაღლის გასეირნება შესაძლებელი. თუმცა, ამ დროსაც ძაღლი მეთვალყურის ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს.

კერძოდ, პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ქუჩა, სტადიონი, სკვერი, პარკი და ა.შ.) ძაღლების გასეირნება ნებადართულია მხოლოდ საბლით ან ალიკაპით. ხოლო მათ გარეშე მოქალაქეებს ძაღლების გასეირნება 22:00 საათიდან დილის 8 საათამდე შეეძლებათ. იხილეთ გაგრძელება

myquiz