თოვლი, თოვლჭყაპი და წვიმა - როგორ ამინდს პროგნოზირებენ კვირის ბოლომდე? | Allnews.Ge

თოვლი, თოვლჭყაპი და წვიმა - როგორ ამინდს პროგნოზირებენ კვირის ბოლომდე?

25 იანვრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლი, ხოლო აღმოსავლეთში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, - ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისი თქმით, 24-25 იანვარს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში დღისით მოსალოდნელია 4-დან 9 გრადუსამდე, მთიან რაიონებში 0-დან +5 მდე და მაღალმთიან რაიონებში -3 +2.

"26 იანვრიდან კვირის ჩათვლით შედარებით გამოიდარებს. 28 იანვარს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია, აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდეს" - განმარტა დოდო გვაზავამ.

სინოპტიკოსის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 25-28 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, მცირე ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ნისლიც.

"ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია ბარში 0-4 გრადუსი. მთიან რაიონებში -2 გრადუსი და მაღალ მთაში -2-დან -7 გრადუსამდე", - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, 27-28 იანვარს შესაძლებელია მცირე ნალექი, თოვლჭყაპი, ნისლი.

"27-28 იანვარს ტემპერატურა უფრო იკლებს და ამიტომ თოვლჭყაპი უფრო მოსალოდნელია, მანამდე იქნება ნალექი შერეული სახით., 25-26 იანვარს თბილისში დაახლოებით 2-4 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. 27-28 იანვარს კი შესაძლებელია ტემპერატურა 0 +2 გრადუსს შორის იყოს" - განმარტავს სინოპტიკოსი.

აღსანიშნავია, რომ 25-28 იანვრის ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად თოვლჭყაპი და თოვლია მოსალოდნელი.

myquiz