H&M საქართველოში მეორე მაღაზიას გახსნის - გახსნის თარიღი და ადგილი ცნობილია | Allnews.Ge

H&M საქართველოში მეორე მაღაზიას გახსნის - გახსნის თარიღი და ადგილი ცნობილია

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო სავაჭრო ბრენდი Hennes & Mauritz AB (H&M), საქართველოში მეორე მაღაზიის გახსნას აანონსებს.

მაღაზია მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სავაჭრო და გასართობ ქალაქ "ისთ ფოინთში" გაიხსნება. გახსნასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

H&M-ის პირველი მაღაზია საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. დღეს ეს ბრენდი მსოფლიოს 69 ქვეყანაში 4500-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი.

myquiz