მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შესახებ 2017 წლის მონაცემები ცნობილია | Allnews.Ge

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შესახებ 2017 წლის მონაცემები ცნობილია

2017 წელს საქართველოში სულ 14 578 მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ჩამოიყვანეს, საიდანაც რამდენიმე მარკის მარჯვენასაჭიანი ავტომობილი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით Allnews.ge 10 ყველაზე პოპულარული მარკის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ.

1. Honda - 4 104

2. Nissan- 3 738

3. Toyota- 3 058

4. Mitsubishi – 947

5. Subaru – 722

6. Mazda - 434

7. Mercedes-Benz – 368

8. Suzuki – 347

9. BMW – 214

10. Ford – 151

2017 წლის ყველაზე პოპულარული ავტომობილები საქართველოში

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დასაწყისში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა და მთლიანი ავტოპარკის თითქმის 50%-ს მიაღწია, თუმცა 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანაზე სამმაგი ოდენობის აქციზის გადახდას გულისხმობს.

რა ბედი ელის მარჯვენასაჭიან ავტომობილებს სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ

myquiz