დაავადებულებს დროულად დაწყებული მკურნალობა შველით - პაატა იმნაძე მენინგოკოკცემიის შესახებ | Allnews.Ge

დაავადებულებს დროულად დაწყებული მკურნალობა შველით - პაატა იმნაძე მენინგოკოკცემიის შესახებ

"ინგლისში ავადობა ასჯერ მეტია, ვიდრე ჩვენთან. როგორც იცით, ვაქცინას იმიტომ იკეთებს ადამიანი, რომ არ დაემართოს ესა თუ ის დაავადება. ხოლო ვისაც უნდა კონკრეტულად მენინგოკოკცემიის ვაქცინების გაკეთება, წინაწარ უნდა შეუკვეთოს კერძო სექტორს, ისინი ჩამოუტანენ, ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში, კი დაავადება არ დაემართება- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, ვინც დაავადებულია, მათ დროულად დაწყებული მკურნალობა შველით.

არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომელიც იმის მიხედვით არის გათვლილი, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში. ჩვენთან, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ეს არის ძალიან იშვიათი დაავადება. ჩვენთან სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია პნევმოკოკური ვაქცინა, ასევე სხვა ვაქცინები", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძის განმარტებით, მენინგოკოკცემიის ვაქცინა სახელმწიფო პროგრამაში არ არის, თუმცა არის კერძო სექტორში. ვისაც დასჭირდება უნდა მიმართოს კერძო სექტორს.

შეგახსენებთ, რომ იაშვილის კლინიკაში მენინგოკოკცემიის დიაგნოზით 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ განაცხადა, ბიჭი თავდაპირველად მარნეულში, "ავერსის" კლინიკაში იქნა მოთავსებული, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 18 იანვარს გარდაიცვალა.

myquiz