როდის დასრულდება რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა? | Allnews.Ge

როდის დასრულდება რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა?

რუსთავი თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ჯერ კიდევ საცობებია, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეინიშნება. ტრანსპორტის გადაადგილებას ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო გზაზე მიმდინარე სამუშაოები აფერხებს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ამჟამად გზის მეორე, ყველაზე რთული 7-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს.

მუნიციპალური განვითარების ფონდში განაცხადეს, რომ სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული და მიმდინარეობს როგორც ზამთარს შეეფერება.

გზის მხოლოდ მეორე ნაწილის მშენებლოისთვის 119 მილიონი ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე ამ დროისთვის 250 ადამიანია დასაქმებული და პროექტის დასრულება, რომელიც 2017 წელს დაიწყო 2019 წლისთვის იგეგმება.

"აღნიშნული გზა მეზობელი აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცია მნიშვნელოვანია სატრანზიტო თვალსაზრისით. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს მგზავრობას", - ვკითხულობთ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის სამივე მონაკვეთის მთლიანი სიგრძე 17 კმ-ზე მეტია. გზის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა 2014 წლის აპრილში დაიწყო და მასზე დაახლოებით 95 მილიონი ლარი დაიხარჯა, მშენებლობა კი 2016 წელს დასრულდა. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

myquiz