ფოთში ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა | Allnews.Ge

ფოთში ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა

ფოთში ზღვამ 54 წლის ნაზი მარშავას ცხედარი გამორიყა. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარი სანაპირო ზოლზე სამართალდამცველებმა იპოვეს.

ნაზი მარშავა სახლიდან 26 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. იგი მარტოხელა იყო და ტაბიძის ქუჩაზე , დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, ნაზი მარშავას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.

myquiz