სახალხო დამცველი პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ხვდება | Allnews.Ge

სახალხო დამცველი პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ხვდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მოადგილეებთან ერთად, ამ წუთებში პანკისის ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ხვდება.

ნინო ლომჯარია სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან და ახლობლებთან დახურულ შეხვედრას მართავს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განაცხადა, სახალხო დამცველს სპეცოპერაციის დეტალების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

myquiz