ქარი, წვიმა და ყინვა - როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში? | Allnews.Ge

ქარი, წვიმა და ყინვა - როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში?

ძალიან ძლიერი ყინვა მოსალოდნელი არ არის, რადგან ცივი ჰაერის მასები ძირითადად დასავლეთიდან უნდა შემოვიდეს, თუმცა არქტიკული ცივი ჰაერის მოქმედება არ ჩანს, სამხრეთიდან ძირითადად, სითბო შემოდის და ამიტომ მიმდინარე კვირას ყინვის გაძლიერება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

სინოპტიკოსი თქმით, ყინვა 16 იანვრის საღამოს შენარჩუნდება, რადგან ამინდი ძირითადად განპირობებულია ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში შემომავალი ცივი ჰაერის მასებით.

"16 იანვრის ღამეს ყინვა თითქმის წინა ღამის მსგავსად არის მოსალოდნელი, შეიძლება, ტემპერატურამ 1-2 გრადუსით მოიმატოს, თბილისში შეიძლება ტემპერატურა +1 გრადუსამდე გაიზარდოს, კახეთში ღრუბლიანი ამინდი რჩება, შიდა ქართლში კი ასევე ღამით შესაძლებელია -4, -5 გრადუსი ყინვა", - განმარტა დოდო გვაზავამ.

მისი თქმით, 17-19 იანვარს საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

"19 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალმთიან რაიონებში მოთოვს და 17-18 იანვარს იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე განსაკუთრებით გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 19 იანვარს თბილისში შესაძლებელია დაუბეროს დასავლეთის მიმართულების ქარმა, ასევე მოსალოდნელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლჭყაპის სახით, ნავარაუდევია ნისლი", - აღნიშნავს დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსის განმარტებით, 20 იანვრიდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს, აღმოსავლეთში კი სავარაუდოდ, ნისლიანი და ღრუბლიანი ამინდი შენარჩდუნდება.

myquiz