ე.წ რიყის დოქებთან დაკავშირებით მერიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია | Allnews.Ge

ე.წ რიყის დოქებთან დაკავშირებით მერიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

ე.წ რიყის დოქები, რომლის მშენებლობაც 75 მილიონი დაჯდა, ამ დრომდე უფუნქციოდაა. როგორც თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და არის მზაობა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.

"არის მზაობა, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს, იმიტომ რომ მისი გადაკეთება, რეკონსტრუქცია, გადატანა შეუძლებელია, რა თქმა უნდა, მისი დასრულება უნდა მოხდეს, მაგრამ ვადებსა და პირობებს ვერ გეტყვით, რადგან ეს გაწერილი არ არის. ამ საკითხზე მსჯელობა იყო, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გეგმის შესახებ ვერ გეტყვით. ვერც იმას დავაზუსტებ, თუ რა ფუნქცია მიენიჭება, თუმცა მთავარია, რომ ეს დასრულდეს და ამ სახით არ იყოს, რა სახითაც არის, ამის შემდეგ კი ალბათ მისი ფუნქციის შესახებ წავა მსჯელობა," - განუმარტეს Allnews.ge-ს თბილისის მერიაში.

კახა კალაძის კომენტარი რიყეზე მდებარე ამფითეატრთან დაკავშირებით

შეგახსენებთ, შენობა, რომელშიც საკონცერტო დარბაზი უნდა განთავსებულიყო, მერიამ 2015 წლის დეკემბერში ქონების მართვის სააგენტოს გადასცა და ამ დრომდე სააგენტოს ბალანსზე ირიცხება.

myquiz