პირი, რომლის ძებნის ოპერაცია წუხელ გლდანში მიმდინარეობდა, ჯერ არ დაუკავებიათ | Allnews.Ge

პირი, რომლის ძებნის ოპერაცია წუხელ გლდანში მიმდინარეობდა, ჯერ არ დაუკავებიათ

პირი, რომლის ძებნის ოპერაცია, წუხელ, გლდანში მე-7 მიკრორაიონში მიმდინარეობდა, ამ დრომდე არ დაუკავებიათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ითვალისწინებს.

წუხელ, გლდანში პირის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც. მე-7 მიკრორაიონში მდებარე სუპერმარკეტ "ფრესკოს" ტერიტორია რამდენიმე საათის განმავლობაში შემოსაზღვრული იყო ყვითელი ლენტით.

როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომანქანა გააჩერეს, თუმცა, ჩხრეკის დაწყებამდე მძღოლი ავტომანქანიდან გადახტა და გაიქცა.

myquiz