"ორი ნაბიჯის" ერთ-ერთ მაღაზიაში კრიმინალური პოლიცია მუშაობს | Allnews.Ge

"ორი ნაბიჯის" ერთ-ერთ მაღაზიაში კრიმინალური პოლიცია მუშაობს

მუხიანში, დუმბაძის გამზირზე მდებარე "ორი ნაბიჯის" მაღაზიაში კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, თანამშრომლებს მაღაზია დღეს დილით გატეხილი დახვდათ. რა არის წაღებული მაღაზიიდან, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მყოფი კრიმინალისტები კომენტარს არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

myquiz