წერეთლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს | Allnews.Ge

წერეთლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

წერეთლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მამაკაცს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ დაჭრაში ბრალდებული პირი უკვე დააკავა.

რაც შეეხება დაჭრილს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

myquiz