რატომ არის ზოგ ქვეყანაში მოძრაობა მარჯვნივ, ზოგში კი მარცხნივ? | Allnews.Ge

რატომ არის ზოგ ქვეყანაში მოძრაობა მარჯვნივ, ზოგში კი მარცხნივ?

მსოფლიო მასშტაბით 76 ქვეყანა და ადმინისტრაციული ტერიტორია გზის მარცხენა მხარეს მოძრაობას ირჩევს. როგორც ამბობენ, ეს პრაქტიკა ძველ რომში იღებს სათავეს. მათ სჯეროდათ, რომ ასეთი მოძრაობა მტერთან შეტაკებისას თავდაცვაში დაეხმარებოდა.

მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ნაწილში მარჯვენა მოძრაობაა. გაყოფის პროცესი შუა საუკუნეების ევროპაში იღებს სათავეს. 1773 წელს კი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გარკვეული ზომები მიიღო, რომ მარცხენა მხარეს მოძრაობა დაეკანონებინა. პოსტრევოლუციურმა საფრანგეთმა კი არჩევანი მემარჯვენე მოძრაობაზე შეაჩერა.

ნაპოლეონი ცაცია იყო. გზის მარჯვენა მხარეს მოძრაობის გადატანით ის ამტკიცებდა, რომ საშიში სამხედრო ტაქტიკა ჰქონდა. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა საგზაო მოძრაობის სტილი საკუთარ კოლონიებშიც დანერგეს. სწორედ ამიტომ ყოფილ ბრიტანულ კოლონიებში დღეს ისევ მარცხენა მოძრაობაა.

აშშ-ში კი გზის მარჯვენა მხარეს მოძრაობა მე-18 საუკუნეში იწყება. სატვირთო ვაგონები, რომელზეც ცხენების ჯოგი იყო შებმული, ხშირად მოძრაობდა გზებზე. მათი მძღოლი კი უკიდურეს მარცხენა ცხეზე იყო ხოლმე ამხედრებული, რომ მარჯვენა ხელით ჯოგი კარგად ეკონტროლებინა. მოძრაობამ მარჯვენა მხარეს გადაინაცვლა, რომ შეჯახება მარტივად აერიდებინათ თავიდან.

ავტოპარკის ზრდასა და გლობალური მოძრაობის მატებასთან ერთად, ბევრი ქვეყანა გადავიდა მარჯვენა მიმართულებაზე, რომ მეზობლის მსგავის საგზაო მოძრაობის სტილი ჰქონოდა.

myquiz