თემირლან მაჩალიკაშვილს ხვალ დაკრძალავენ | Allnews.Ge

თემირლან მაჩალიკაშვილს ხვალ დაკრძალავენ

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან თემირლან მაჩალიკაშვილის გადასვენებას ოჯახი საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს. შესაბამისად, ადვოკატის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს დღეს უკვე საკუთარ სახლში გადაასვენებენ. მაჩალიკაშვილს ხვალ დაკრძალავენ.

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

myquiz