მე ვიცი, რომ აპარატიდან გამორთეს, სხვა რა ვიფიქრო? - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა | Allnews.Ge

მე ვიცი, რომ აპარატიდან გამორთეს, სხვა რა ვიფიქრო? - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო (აიზა) მარგოშვილი აცხადებს, რომ დაამტკიცებს, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო.

"მივმართავ ყველას, რატომ მოიქცნენ ასე. ყველამ, ვინც დამნაშავეა, მინდა განიცადოს ის, რასაც მე განვიცდი. როგორ მომიკლეს უდანაშაულო შვილი. რაღა დღეს გარდაიცვალა თემირლანი, როდესაც უცხოეთის კლინიკაში გადაგვყავდა? მე ვიცი, რომ აპარატიდან გამორთეს. სხვა რა ვიფიქრო.

ამას ასე არ დავტოვებ. ბოლომდე ვიბრძოლებ და დავამტკიცებ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო და 19 წლის უდანაშაულო ბავშვი მომიკლეს", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თემირლან მაჩალიკაშვილი დედამ.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

myquiz