შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება | Allnews.Ge

შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება

შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. მეტეოროლოგის კობა ფარტენაძის ინფორმაციით, ზღვაში საშტორმო მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება.

"დღის მანძილზე ტალღის სიმაღლე აღარ მოიმატებს. ქარის სიჩქარე დაიკლებს. დღის ბოლოს გამოიდარებს და ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი", - აცხადებს კობა ფარტენაძე.

წაიკითხეთ ასევე: ძლიერი ქარის შედეგები თბილისში

myquiz