წვიმა, თოვლი და ქარი - როგორი ამინდი გველის ხვალ? | Allnews.Ge

წვიმა, თოვლი და ქარი - როგორი ამინდი გველის ხვალ?

საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ წვიმა, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, დღეს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

"დღეს, დასავლეთ საქართველოში თბილი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთშიც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა +8 +13 გრადუსი იქნება. თბილისში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე თქმით, ხვალ დასავლეთ საქართველოში ყველგან და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს.

"დასავლეთ საქართველოში ხვალ იწვიმებს, მთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 17-22 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა +7 +12 გრადუსი იქნება. 7-12 გრადუსია მოსალოდნელი ხვალ აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგან იწვიმებს, მთაში მოთოვს", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე თქმით, ხვალ დედაქალაქში შესაძლებელია მცირე წვიმა, იქოლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 17-22 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსი იქნება.

myquiz