ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩის ნაწილი დაიტბორა | Allnews.Ge

ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩის ნაწილი დაიტბორა

ქუთაისში გადაუღებელი წვიმის შედეგად, ავტომშენებლის ქუჩის ნაწილი დაიტბორა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

"წყალი არსად არ გადის. გადაუღებლად წვიმს და გვეშინია სარდაფებშიც არ ჩავიდეს", - ამბობენ ადგილობრივები.

ააიპ "სპეციალური სერვისების" სამსახურში კი აცხადებენ , რომ ქალაქში წვიმის გამო ამ დრომდე სერიოზული პრობლემა არ შექმნილა.

"24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ამ დრომდე რაიმე სერიოზული შემთხვევა არ დაფიქსირებულა", - აცხადებენ ააიპ "სპეციალურ სერვისების" სამსახურში.

myquiz