თბილისის ქუჩები, რომელთაც ხვალ დენი და გაზი შეუწყდება | Allnews.Ge

თბილისის ქუჩები, რომელთაც ხვალ დენი და გაზი შეუწყდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

"თელასის" ცნობით, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VIII მიკრორაიონს; 12:00-დან 15:00 საათამდე - სოფელ ტაბახმელას (ნაწილობრივ) და წავკისს (ნაწილობრივ); 10:00-დან 18:00 საათამდე - დიდი დიღმის IV მიკრორაიონს და დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩას.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

რაც შეეხება გაზის მიწოდებას, "ყაზტრანსგაზის" ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, პარასკევს, 5 იანვარს 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, კეკელიძის ქუჩა № 21-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირი № 105, № 107, № 109-ში მცხოვრებ მოსახლეობასაც და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

10:00 საათიდან კი გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის რაიონში, ქერჩის ქუჩა № 8-ში მდებარე შპს "ქეი ელ კომპანის" საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, ვაზისუბნის III მიკრო რაიონი, მე-2 კვარტალი, ნაკვეთი 11/005-ის მიმდებარედ არსებული შპს "ბილდ ჯორჯიას" საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, ვაზისუბნის IV მიკრო რაიონი, I კვარტალი, კორპუსი № 10-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

myquiz