გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს | Allnews.Ge

გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

კალათბურთში გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, დათიკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს. რა გახდა დათიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი" დათიკაშვილის ადვოკატს დაუკავშირდა, თუმცა როგორც თამარ აბესაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე რაიმე დეტალებზე საუბარი არ შეუძლია.

myquiz