რამდენმა მძღოლმა ისარგებლა ვიდეოჯარიმაზე 20%-იანი ფასდაკლებით ერთ თვეში? | Allnews.Ge

რამდენმა მძღოლმა ისარგებლა ვიდეოჯარიმაზე 20%-იანი ფასდაკლებით ერთ თვეში?

1 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ე.წ ჭკვიანი კამერების მიერ საქართველოს მასშტაბით სულ 31 377 დარღვევა გამოვლინდა და შესაბამისი რაოდენობის საჯარიმო ქვითრები გამოიწერა, აქედან 20%-იანი ფასდაკლებით 8 626 ჯარიმის გადახდისას ისარგებლეს, - ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით 3 000-მდე ე.წ ჭკვიანი კამერა დამონტაჟდა. აღნიშნული რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით მისდის ცნობები.

ასევე, კანონის თანახმად, თუ პირი დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20% შეუმცირდება.