პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებებით 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა | Allnews.Ge

პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებებით 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა

პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებების გამო 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, 44 ჰოსპიტალიზებულიდან 21 ბავშვია.

"გუშინ დილის მონაცემებით, 40 ჰოსპიტალიზებული იყო, რომელთაგან 18 ბავშვია. წუხელ დაემატა 4 ადამიანი, აქედან - 3 ბავშვი", - აღნიშნეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულებს ტრავმები და დამწვრობები ძირითადად ხელებისა და სახის არეში აქვთ მიღებული. ეს მონაცემები მხოლოდ თბილისის ფარგლებშია დაფიქსირებული.

myquiz