ცენტრალური მაგისტრალის ხაშურის მონაკვეთზე საცობია | Allnews.Ge

ცენტრალური მაგისტრალის ხაშურის მონაკვეთზე საცობია

ცენტრალური მაგისტრალის ხაშურის მონაკვეთზე საცობია. როგორც "ინტერპრესნიუსს" მგზავრებმა განუცხადეს, საცობი ხაშურის შესასვლელიდან იწყება და ამ მონაკვეთის ბოლომდე გადაადგილება გართულებულია.

მგზავრების თქმით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობისას, ხაშურის მონაკვეთის გასავლელად 40 წუთი დასჭირდათ.

"ხაშურის შესასვლელიდან იწყება საცობი და ხაშურის გასასვლელამდე გრძელდება. 40 წუთი დაგვჭირდა ამ მონაკვეთის გასავლელად. ბევრი მანქანა მოძრაობს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და ალბათ, ეს არის შეფერხების მიზეზიც. ასევე, ბორჯომ-ბაკურიანის მხარესაც გართულებულია მოძრაობა", - აცხადებენ მგზავრები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიცია ხაშურის მონაკვეთზე იმყოფება და ცდილობს, გადატვირთული მოძრაობა განტვირთოს.

myquiz