სანტები თბილისის ათივე რაიონში მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ | Allnews.Ge

სანტები თბილისის ათივე რაიონში მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პეკინის ქუჩის ველობილიკიდან სტარტი აიღო პროექტმა "ველო სანტები", რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც თბილისის მერიიდან გვაცნობეს, პროექტის ფარგლებში, სანტები დედაქალაქის მასშტაბით, ათივე რაიონში გადაადგილდებიან, თბილისის მერიის სახელით მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ, დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ და საახალწლო განწყობას შეუქმნიან.

პროექტის პირველ დღეს სანტებმა ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ნაძალადევის რაიონები მოიცვეს, 29 დეკემბერს კი, სანტები გლდანი-ნაძალადევის რაიონში გადაადგილდებიან. 30 დეკემბერს, პროექტი ისანი-სამგორის რაიონში, ხოლო 31 დეკემბერს, პროექტი კრწანისის რაიონში განხორციელდება.

myquiz