თბილისის ქუჩები, სადაც ყვითელი "მარშუტკები" მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან | Allnews.Ge

თბილისის ქუჩები, სადაც ყვითელი "მარშუტკები" მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, დედაქალაქის 14 ქუჩაზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან. ამის შესახებ მაია ბითაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საპილოტე პროექტი 2018 წლის თებერვლის ბოლოდან დაიწყება და წლის განმავლობაში მთელი თბილისის მასშტაბით ამოქმედდება.

"რამდენიმე კვირის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დააანონსეს, რომ თბილისის მერია და შინაგან საქმთა სამინისტრო იწყებენ ერთობლივ ღონისძიებას საგზაო მოძრაობის წესების დაცვისთვის. ერთ-ერთი ღონისძიება, რომლის პრაქტიკაში გატარებას თებერვლის ბოლოდან ვიწყებთ, არის სამარშრუტო ტაქსების მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერების საკითხი. ამ ორი უწყების მხრიდან ექსპერტების დახმარებით შერჩეულია 14 ქუჩა, სადაც 2018 წლის თებერვლის ბოლოდან სამარშრუტო ტაქსები ვალდებულნი იქნებიან მხოლოდ მოსაცდელებზე მოახდინონ მგზავრთა აყვანა და ჩამოსმა. საპილოტე პროექტი მომავალი წლის განმავლიბაში ეტაპობრივად გავრცელდება მთელ თბილისზე. ამის მთავარი მიზანი ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებაა, რათა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს დედაქალაქის ხელოვნული საცობებისგან განტვირთვას", - განაცხდა ბითაძემ.

მისივე ინფორმაციით, საპილოტე პროექტი თავდაპირველად შემდეგ ქუჩებზე განხორციელდება:

1. მერაბ კოსტავას ქუჩა

2. ვაჟა-ფშაველას გამზირი

3. შოთა რუსთაველის გამზირი

4. პეტრე მელიქიშვილის ქუჩა

5. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი

6. ვახტანგ გორგასალის ქუჩა

7. დავით აღმაშენებლის ხეივანი

8. დავით აღმაშენებლის გამზირი

9. ილია ჭავჭავაძის გამზირი

10. ჟიული შარტავას ქუჩა

11. პეკინის ქუჩა

12. მარშალ გელოვანის გამზირი

13. ჯორჯ ბუშის ქუჩა

14. კახეთის გზატკეცილი

myquiz